2017 წლის მრავალფეროვნების სკოლის გაზაფხულის სემინარები დასრულდა

2017 წლის მრავალფეროვნების სკოლის გაზაფხულის სემინარები დასრულდა

24/12/17 ირის ჯგუფის სიახლეები / მრავალფეროვნების სკოლა /
2017 წლის მრავალფეროვნების სკოლის პირველი ეტაპი, ანუ გაზაფხულის სემინარები დასრულდა. წელს პროგრამამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 50 ახალგაზრდა შეკრიბა ულამაზეს მთიან კურორტ საირმეში. პირველი ეტაპი ორ ნაკადად შედგა, თითოეულ ნაკადში 25-25 მონაწილე ჩაერთო. 6-14 მაისს და 20-28 მაისს, 8-დღიანი აქტიური მუშაობით მათ ტრენერებთან ერთად განიხილეს და შეისწავლეს იდენტობის, მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის თემები, ასევე იმუშავეს საკუთარ იდეებზე და სოციალური-ტიპის ინიციატივებზე, რომელთა დახვეწა და პროექტებად ჩამოყალიბება შემდეგ, საპროექტო შეხვედრაზე ივლისში მოხდება.

“ამ პროგრამით იწყება ჩემი, როგორც  აქტიური მოქალაქის ცხოვრება. 
აქამდე არ მყოლია ეთნიკურად ქართველი მეგობრები. ახლა ერთი კი არა  ბევრი მყავს  და ნამდვილად ბედნიერი და მდიდარი ვარ ჩემი ,,მრავალფეროვნებით” .  სხვანაირად დავიწყე ფიქრი სხვადასხვა საკითხებზე. ერთი დიდი ნაბიჯი იყო  ჩემი მიზნისკენ.
ადრე ბევრ ინფორმაცია არ მქონდა ეთნიკურ ან სხვა უმცირესობებზე,  ჩემ ქვეყნის პრობლემებზე. ახლა უკვე ძალიან კარგად ვიცი ამ ყველაფერის შესახებ.   ვისწავლე რა არის იდენტობა.   გავიგე როგორი როლი  მაქვს  არა მხოლოდ ჩემ თემში, ჩემ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში,” – წოვინარ ჰახვერდიანი, პროგრამის მონაწილე. 

მონაწილეებმა ასევე თავიანთი იდეები აქციეს საპროექტო განაცხადებათ და მცირე გრანტების მოსაპოვებლად სულ 21 განაცხადი გამოგზავნეს. კოორდინატორებისა და ფასილიტატორებისგან დაკომპლექტებული ჟიური განაცხადების განხილვას შეუდგა. შერჩეული საპროექტო გუნდები და მონაწილეები კი საპროექტო შეხვედრაზე იქნებიან მოწვეულნი.

“უპირველესი რაც ვისწავლე, არის ფიქრი; ფიქრი ყველა პერსპექტივიდან… გადავაფასე საკუთარი თავი, ღირებულებები და პრიორიტეტები, გავაუმჯობესე ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები. კიდევ ერთხელ გავიაზრე რას ნიშნავს გუნდურობა. გადავაფასე ჩემი სოციუმის პრობლემები და ღირებულებები. უფრო სიღრმისეულად შევაფასე ჩემი თავი როგორც მოქალაქე და ადამიანი.
საოცარი ენერჯაიზერები და სასემინარო ფორმატი გვქონდა. ჩვენს საპროექტო იდეებზეც ვიმუშავეთ.
ჩემი ჯგუფის პროექტი (რომელშიც ვარ ჩართული) მიზნად ისახავს ცნობიერების დონის ამაღლებას მოზარდ გოგონებში. მე საგარეჯოს რაიონიდან ვარ და მიმაჩნია, რომ ამ მხრივ კრიტიკულ რეგიონში ვიმყოფები, ამიტომ ორმაგი პასუხისმგებლობით ვეცდები პროექტი საუკეთესო გამოვიდეს.

თავს დიდი ოჯახის ნაწილად ვგრძნობ. ვფიქრობ, ზღაპარში ვიყავი და ასეც იყო. თითოეული დღე, წამი და უჯრედი ამ ზღაპრისა იყო იმხელა სითბოთი სავსე, რომ დავიწყების საშუალებას არ მოგცემს. მენატრება თითოეული დღე, რომელიც არ დაბრუნდება მაგრამ უახლოეს მომავალში განმეორდება,” – მაგდა საგინაშვილი.

გაზაფხულის სემინარების ტრენერთა ჯგუფი სულ 9 ქართველი და უცხოელი ტრენერებისგან შედგებოდა. ჰაგარ ჰაგაგ და მუჰამედ ალი ეგვიპტიდან, პარტნირი პროგრამიდან სტუმრობდნენ პროგრამას. პაატა ალავერდაშვილი, ირაკლი ფირანიშვილი, მაია მელიქიძე, ივეტა გოგავა, დავით მირველაშვილი, თაკო ძაგანია ბარამიძე და გვანცა აქიაშვილი კი მრავალფეროვნების სკოლის ფასილიტატორები არიან.

მრავალფეროვნების სკოლის მეორე სემინარიც უკვე მალე დაიწყება. 22-28 ივლისს პროგრამის მონაწილეები სწორედ თავიანთ პროექტებზე განაგრძობენ მუშაობას და უფრო სიღმისეულად შეისწავლიან მცირე-მასშტაბიანი პროექტების დაგეგმვას, მართვასა და განხორციელებას. აგვისო-სექტემბრის თვეებში მათ ექნებათ დრო რომ შეძენილი ცოდნა და უნარები პრაქტიკაშიც გამოცადონ და საკუთარი ინიციატივები განახორციელონ თავიანთ რეგიონებში.



Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved